შინაგანი მედიცინა - თერაპიული სამსახური

შინაგანი მედიცინის, იგივე თერაპიული სამსახური ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში, რომელიც პოლიპროფილურპაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ხორციელდება შინაგანი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა, არაქირურგიული მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში კი - პერმანენტული მოვლა და მეთვალყურეობა. უფრო კონკრეტულად, ხელმისაწვდომიაშემდეგი სახის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა:
- სასუნთქი სისტემის დაავადებები;
- შარდ-სასქესო სისტემის და თირკმლის დაავადებები;
- ალერგიული დაავადებები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- ენდოკრინული დაავადებები;
- რევმატოლოგიური დაავადებები;
- შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებები.
შინაგანი მედიცინის სპეციალისტების როლიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქრონიკული პათოლოგიების მართვის პროცესში, როგორიც არის ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა, პნევმონია, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, ტუბერკულოზი, წყლულოვანი კოლიტი და მრავალი სხვა.
თერაპევტი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის მკურნალობის პროცესში სხვა დარგის სპეციალისტების ჩართვის შესახებ. სწორედ ისახდენსპაციენტის პროფილაქტიკურ გასინჯვას და ატარებსპრევენციულ ღონისძიებებს თანამედროვე რეკომენდაციების შესაბამისად.ხელმისაწვდომია ყველა სახის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის სპირომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა.