ორთოპედია/ტრავმატოლოგია

ევექსის ქსელში ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით განვითარებულია სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი ასევე გეგმიური მომსახურება. ქსელში სრულდება პრაქტიკულად ყველა სპექტრის ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები: ოსტეოსინთეზის მეთოდები მაბლოკირებელი ღეროებით, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებები, კიდურების დაგრძელება თანდაყოლილი და შეძენილი სიმოკლის დროს, განსაკუთრებით დიდ უპირატესობას წარმოადგენს მუხლისა და მხრის სახსრის პათოლოგიების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა, რომელიც სრულდება უახლესი ტიპის ართროსკოპით: იოგოვანი აპარატის დაზიანება, მენისკექტომია და ა.შ
ქსელში ასევე დანერგილია ე. წ. MIPO ტექნიკით განხორციელებული ოპერაციები რაც გულისხმობს მინიმალური ინვაზიურ ჩარევას.
მნიშვნელოვანი სფეროა სპორტული ტრავმის მიმართულება და რეაბილიტაცია სადაც დიაგნოსტიკა , მკურნალობა და რეაბილიტაცია უტარდებათ პროფესიონალ სპორტსმენებს.
ევექსის ქსელის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გულდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ტრავმა ორთოპედთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე ზოგიერთი მათგანი გახლავთ AOS წევრი.
ევექსის ჰოსპიტალებში მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და ულტრათანამედროვე ელექტროოპტიკური გარდამქმნელის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა მაღალი სირთულის ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისის მიღება.
მათ შორის:
- ძვალკუნთოვანი პათოლოგიების შედეგად წარმოშობილი ორთოპედიული და მძიმე ტრავმებით განვითარებული მდგომარეობების ოპერაციული მკურნალობა;
- მსხვილი ლულოვანი ძვლების ძვალზედა, ინტრამედულარული და ექსტრაფოკალური ოსტეოსინთეზი;
- ძვლების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების პირველადი ენდოპროტეზირება;
- მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების სარევიზიო და ონკოპროტეზირება.
ევექსის სამედიცინო კორპორაციაში ბავშვთა ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება განსაკუთრებით განვითარებულია, სადაც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური მომსახურება. ქსელში ტრავმა/ორთოპედიული ოპერაციები სრულდება თანამედროვე მედიცინის მიდგომებით ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებითა და MIPO ტექნიკით, რაც გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას.
ევექსის ქსელის ტრავმა ორთოპედიული სამსახურის გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ტრავმა ორთოპედთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე ზოგიერთი მათგანი გახლავთ AOS წევრი.

კლინიკები
კავკასიის მედიცინის ცენტრი
თბილისი, ქავთარაძის ქ. 23
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
კარაპს მედლაინი
თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
თბილისი, ლუბლიანას 25
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი
თელავი, ვ. სეხნიაშვილის 1
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი
ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა
ფოთის ჰოსპიტალი
ფოთი, გურიის ქ. №171
ქობულეთის ჰოსპიტალი
ქობულეთი, აბაშიძის ქ.18
ახალქალაქის ჰოსპიტალი
ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ.31
ექიმები
გელა ჩადუნელი
ტრავმატოლოგ-ორთოპედიგიორგი გაბუნია
ორთოპედ-ტრავმატოლოგიქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2