ლაბორატორიული მედიცინა

ევექსის კლინიკების ლაბორატორიული სერვისი მოიცავს ყველა სახის  ლაბორატორიულ კვლევას:

  • ზოგად კლინიკური კვლევები  
  • ბიოქიმიური
  • კოაგულოლოგიური
  • იმუნოლოგიური
  • სეროლოგიური
  • ჰორმონალური
  • მიკრობიოლოგიური/ ბაქტერიოლოგიური
  • ციტოლოგიური
  • PCR-დიაგნოსტიკა

 

ლაბორატორიის მუშაობა ეფუძნება:

  • წამყვან ტექნოლოგიებს
  • თანამედროვე მენეჯმენტს
  • ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს

 

ლაბორატორიული  კვლევები ტარდება:

  • მაღალი კლასის ლაბორატორიულ აპარატურაზე
  • ხარისხიანი და ვადიანი რეაქტივებით
  • მაღალკვალიფიციური კადრების მიერ
  • გარე და შიდა ხარისხის კონტროლის  სქემების გამოყენებით
  • რეფერენს ლაბორატორიაში კვლევათა შედეგების გადამოწმებით
  • 24 საათიან რეჟიმში
  • მოზრდილებსა და ბავშვებში

ჩვენი ლაბორატორიის საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ :

  • მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურეობა
  • მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა ( ექიმმა დასვას სწორი დიაგნოზი)
  • გაკონტროლდეს მკურნალობის პროცესი
  • თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ანალიზის პასუხები მიიღოთ ელექტრონულად

ლაბორატორიულ კვლევათა პროფილები:

  • ჰემატოლოგიური (25 პარამეტრიანი სისხლის კლინიკური ანალიზი, რეტიკულოციტების განსაზღვრა, ანემიის დიაგნოსტიკა)
  • იმუნოჰემატოლოგიური (სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა, რეზუსანტისხეულების ტიტრი, ერითროციტული ანტიგენები, კუმბსის პირდაპირი და არაპირდაპირი რეაქცია)
  • სისხლის შემადედებელი სისტემის ტესტები ( პროთრომბინი, INR,  D–დიმერი, ფიბრინოგენი, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები)
  • ლიპიდური პროფილი ( საერთო ქოლესტერინი და მისი ფრაქციები, ათეროსკლეროზის რისკის შეფასება)
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ჰეპატიტებზე გამოკვლევა (ფერმენტები, A, B და  C ჰემატიტების მარკერები)
  • თირკმლის და საშარდე სისტემის ლაბორატორიული ტესტები  (შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი, შარდოვანა)
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის ლაბორატორიული ტესტები ( ინფაქტის , იშემიის და თრომბოზის დიაგნოსტიკა)
  • მინერალური ცვლა და მიკროელემენტები ( იონიზირებული და საერთო კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი)
  • სიმსივნური მარკერები ( სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, საშვილოსნოს, სანაღვლე გზების, სწორი ნაწლავის, პანკრეასის ონკომარკერები)
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები ( TSH, fT4, fT3,  T3, T4; ანტისხეულები TPO  და  TG –ს მიმართ)
  • ჰორმონალური სპექტრი (პროლაქტინი, კორტიზოლი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, მალუთინეზებული და ფოლიკულომასტიმულირებული ჰორმონი )
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ( გლუკოზოტოლერანტობის ტესტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ინსულინი, C-პეპტიდი)
  • სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების სკრინინგი ( აივ–ინფექცია (შიდსი), სიფილისი, ქლამიდია, ტრიქომონა, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, სოკოვანი ინფექციები)
  • პრევენციულ –პროფილაქტიკური გამოკვლევათა პროფილი მამაკაცებისთვის ( ლიპიდური ცვლა, პროსტატის მარკერი : total PSA   და free PSA, განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე, პროსტატის წვენის/ ურეთრალური ნაცხის მიკროსკოპია)
  • პრევენციულ –პროფილაქტიკური გამოკვლევათა პროფილი ქალებისთვის ( სარძევე ჯირკვლის CA 15-3  და  საშვილოსნოს  CA 125 ონკომარკერი)
  • ორსულთა სკრინინგ–ტესტები და უშვილობასთან დაკავშირებული გამოკვლევები  (ჰემოგლობინი, ცილა შარდში, ბეტა–HGC,  TORCH- ინფექციები, გინეკოლოგიური ნაცხის მიკროსკოპია/ ბაქტერიოლოგია, PAP- ტესტი )
  • ბაქტერიოლოგია ( სისხლის სტერილობა, ანტიბიოტიკოგრამა, შარდის ბაქტერიოლოგია, სოკოზე  და ვირუსებზე გამოკვლევა)
  • ციტოლოგიური ( ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, ონკოლოგიური დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, ექსპრეს–ტესტები)
  • ალერგიული ტესტები ( კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო ალერგიული პანელები, საერთო იმუნოგლობულინი E, ბავშვთა და მოზრდილთა ფადიატოპი– ინჰალაციური ალერგენების განსაზღვრა)

 

ნახეთ ვრცლად

იანა ლოლაძე

ლაბორატორიის განყოფილების უფროსი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა

ნახეთ ვრცლად

ნაზი კაჭკაჭიშვილი

ლაბორატორია

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა