კლინიკური პუბლიკაციები
მწვავე ინსულტის მართვა საქართველოში - ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის სტატია
რევოლუცია მწვავე ინსულტის მკურნალობაში - ასე აფასებს საქართველოში ინსულტის მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია (WSO), რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სტატია გამოაქვეყნა და საქართველოში მწვავე ინსულტის მართვის პროცესი შეაჯამა. სტატიაში საუბარია ინიციატივაზე, შექმნილიყო სპეციალიზებული მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და დანერგილიყო მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამოქმედდა.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/34569481/
შაკიკის მქონე პაციენტების მართვის არასაკმარისი გამოცდილება ევროპაში - Eurolight-ის კვლევის მტკიცებულებები
შაკიკი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, თუმცა პათოლოგია ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. ევროპულმა EUROLIGHT-მა კონტინენტის 10 ქვეყანაში 8 000 ადამიანი გამოიკვლია. შეფასდა შაკიკის სიხშირე ევროპულ ქვეყნებში, დაავადებულების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, თანმხლები პათოლოგიების სიხშირე და სიმძიმე. გარდა ამისა, გამოკვლეულ იქნა, თუ რა თანხა იხარჯება შაკიკით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის ყოველწლიურად. ასევე, შეფასდა მკურნალობის ხარისხი და გამოვლინდა ამბულატორიული თუ სტაციონარული მკურნალობის ნაკლოვანებები. მასშტაბურმა კვლევამ, რომელში მონაწილეობა ქართველმა მეცნიერებმაც მიიღეს, მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად რიგი ცვლილებების განხორციელება განაპირობა.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/29392600/
თავის ტკივილის მართვის სერვისის დანერგვა საქართველოში: დანერგილი სერვისის პოზიტიური გავლენა თავის ტკივილის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე
თავის ტკივილის მართვა, როგორც სამედიცინო სერვისი, უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც თავის ტკივილთან დაკავშირებული ჩივილები მოსახლეობის დიდ ნაწილს აღენიშნება. თავის ტკივილი, უმეტესად, სერიოზულ ორგანულ დაავადებად არ აღიქმებოდა. შესაბამისად, პაციენტები ადექვატური მკურნალობის გარეშე რჩებოდნენ. სიტუაციას შაკიკის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობის არქონა ართულებდა. პუბლიკაციაში საუბარია სამედიცინო მომსახურების დანერგვის მიზნით ჩატარებულ კვლევებზე, მიღებულ შედეგებსა და დანერგილ სიახლეებზე.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/28376660/
თავის ტკივილთან დაკავშირებული პირველადი დარღვევები საქართველოში - პრევალენტობა და რისკ-ფაქტორები
პუბლიკაციაში საუბარია თავის ტკივილის ძირითადი ფორმების: შაკიკის, დაძაბული ტიპის თავის ტკივილისა (TTH)და კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილის გავრცელებასა და რისკ-ფაქტორებზე საქართველოში. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს თავის ტკივილის დარღვევების მქონე ადამიანების საჭიროებებს ქვეყანაში. აღნიშნული სტატია საქართველოსშესახებამერიკის შეერთებული შტატების რენომირებულმა ჟურნალმა,American Academy of Neurology-მ გამოაქვეყნა.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/19933983/
შაკიკი - N1 დაავადება ახალგაზრდა ქალებში და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგია - GBD2019-ის კვლევის შედეგები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორის, Global Campaign Against Headaches-ის მმართველის ჯგუფის, Global burden of Desiease study-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შაკიკი მსოფლიოში ნომერ მეორე დაავადებაა ინვალიდობის გამოწვევის კუთხით. ასევე, დადასტურდა, რომ პათოლოგია სიხშირით ნომერ პირველია ახალგაზრდა ქალებში. პუბლიკაციაში საუბარია შაკიკის მახასიათებლებზე, გამოწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.სტატიამ სამეცნიერო სამყაროში დიდი ყურადღება მიიპყრო.
შაკიკი - ეპიდემიოლოგია და მართვის გზები
სტატია პუბლიკაციების სერიის ნაწილი, რომელიც ჟურნალ LANCET-ში გამოქვეყნდა. ნეიროვასკულური აშლილობაა მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აღენიშნება.მის ფართო გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ინვალიდობას რიგი უარყოფითი ზემოქმედება აქვსარა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ - ოჯახურ, სამუშაო გარემოზე, საზოგადოებასა თუ გლობალურ ეკონომიკაზე. პუბლიკაცია ეძღვნება პათოლოგიის ეპიდემიოლოგიის კვლევას, მის შესწავლას და მართვის გზების დასახვას.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/33773613/
შაკიკის დიაგნოსტიკა და მისი მართვის 10-საფეხურიანი პანელი
მიუხედავად იმისა, რომ შაკიკი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, პათოლოგია ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. სწორედ ამიტომ, სამედიცინო ექსპერტთა ევროპულმა პანელმა შეიმუშავა 10-საფეხურიანი სქემა, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვას ემსახურება. თითოეული საფეხური დამტკიცებულია ევროპის თავის ტკივილის ფედერაციისა და ნევროლოგიის ევროპული აკადემიის მიერ. სამედიცინო პუბლიკაციაში წარმოდგენილია შაკიკის ტიპური კლინიკური მახასიათებლები, დიაგნოსტირების კრიტერიუმები და დიფერენცირებული დიაგნოზები.
კორტიზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა თავის ტკივილის პრევენციისას
კორტიზოლი ერთ-ერთი პოპულარული პრეპარატია, რომელიც მოკლევადიანი ეფექტით გამოიყენება კლასტერული, ჯგუფური თავის ტკივილის აღმოფხვრისთვის. მისი შედეგი დაადასტურა არაერთმა კვლევამ, რომელიც აღნიშნული საკითხის შესასწავლად ჩატარდა. პუბლიკაცია სამეცნიერო ჟურნალ Lancet Neurology-ში გამოქვეყნდა. მასში შეჯამებულია კლინიკური კვლევების შედეგები.
ნევროლოგია / ნეიროქირურგია /
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/33245858/