დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა “ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია”
‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე „ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია”
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალ კლინიკებში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს!
‘’სს ევექსის ჰოსპიტლები’’ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 17 ჰოსპიტლითაა წარმოდგენილი.
პროგრამის დასახელება: ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია
პროგრამის ხანგრძლივობა: 33 თვე
აკრედიტირებული დაწესებულება: კავკასიის მედიცინის ცენტრი
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო ჩხაიძე
სწავლების ლოკაციები: თბილისი
ადგილების რაოდენობა: 2
კლინიკური ბაზები:
კავკასიიის მედიცინის ცენტრი
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება ევექსის ჰოსპიტლების მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი გრანტით;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება: თვეში 500 ლარი;
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ევექსის ქსელში დასაქმების შესაძლებლობა;
- საზღვარგარეთ, წამყვან ჰოსპიტლებში, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად დაფინანსების მიღების შესაძლელობა;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი:
(მათ ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული, CV უნდა იყოს word-ის ან pdf-ის ფორმატში)
განსაკუთრებულიმინიშნება : თქვენსმიერმიმაგრებულიფაილიარუნდააღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგშემთხვევაშიდოკუმენტივერაიტვირთება !
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება);
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2023 წლის 10 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე :0322 600600