რეზიდენტურა- „ლაბორატორიული მედიცინა“

დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა „ლაბორატორიული მედიცინა“

 

‘’მეგალაბი’’ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე„ლაბორატორიული მედიცინა“

 

საუკეთესო შედეგების მქონე  რეზიდენტები  დასაქმდებიან  ‘’მეგალაბსა’’ და  „სს ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალ კლინიკებში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს!

 

‘’მეგალაბი’’ კავკასიის რეგიონში პირველი მულტიფროფილური ლაბორატორიაა

პროგრამის დასახელება: ლაბორატორიული მედიცინა                 

პროგრამის ხანგრძლივობა: 22 თვე

აკრედიტირებული დაწესებულება: მეგალაბი

პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო ღულათავა                 

სწავლების ლოკაციები: თბილისი

ადგილების რაოდენობა: 1

                     

კლინიკური ბაზები:

 

თბილისი: მეგალაბი

 

! განსაკუთრებული მინიშნება !

ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც

 

 

ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:

  • საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი  გრანტით;
  • სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • სწავლის ღირებულება: თვეში  300 ლარი;
  • სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ  მეგალაბსა და ევექსის ქსელში დასაქმების შესაძლებლობა;
  • საზღვარგარეთ, წამყვან ჰოსპიტლებში, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად დაფინანსების მიღების შესაძლელობა;

 

 

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;

 

 

პროგრამაზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი:

(მათ ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული, CV უნდა იყოს word-ის ან pdf-ის ფორმატში)

  განსაკუთრებული მინიშნება : თქვენს მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება ! 

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -  გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება);

 

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2023 წლის  31 იანვრიდან 15 აპრილის  ჩათვლით

 

პროგრამაში  მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ მხოლოდ გასაუბრება  

 

გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  შედეგების  გათვალისწინებით

 

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05

 

 

 

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები


1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით სასწავლო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „მონაწილე“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.


2. ამასთან მონაწილე იღებს ვალდებულებას, რომ სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროგრამის მონაწილის ვალდებულებების შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს სასწავლო კონტრაქტი.

3. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი, მონაწილის  თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს  მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში  მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა მონაწილის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით.  მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მონაწილესთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. 

5. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში მონაწილეს გააცნოს სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ, ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, პირობებისა და მონაწილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდე 10 მეგაბაიტს
ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line