მომიჯნავე სპეციალობების ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამა

სს ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამაში

 

„სს ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია:

-          პროგრამის ხელმძღვანელი:თამარ მხატვარი 

-          სწავლების ლოკაცია: თბილისი-კავკასიის მედიცინის ცენტრი; ბათუმი-ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი;

-          აკრედიტირებული დაწესებულება:თბილისის ამბულატორიული ცენტრი

-          ადგილების რაოდენობა: 10

-          პროგრამის ხანგრძლივობა:  940 საათი (7 თვე)

-          კურსის  ჯამური ღირბულება: 2200 ლარი

 

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში:

 

შინაგანი მედიცინა;  ალერგოლოგია-იმუნოლოგია;  კარდიოლოგია;  გასტროენტეროლოგია;  ენდოკრინოლოგია; ინფექციური სნეულებები;  ფთიზიატრია-პულმონოლოგია;  ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა;  ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია;  რევმატოლოგია;  ნეფროლოგია;  კურორტოლოგია;  დერმატო-ვენეროლოგია;  ნევროლოგია;  პედიატრია; ნეონატოლოგია;  ბავშვთვა ნევროლოგია;  ბავვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია;  ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია;  ბავშვთა გასტროენტეროლოგია;  ბავშვთა ენდოკრინოლოგია;  ბავშვთა ინფექციონისტი;  ბავშვთა ნეფროლოიგა;  ბავშვთა ფტიზიატრია-პულმონოლოგია;  ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზოლოგია;  ბავშვთა გადაუდებელი დახმარება;  ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;  ბავშვთა ქირურგია;  ზოგადი ქირურგია;  პლასტიკური და რეკონტრუქციული ქირურგია;  სისხძარღვთა ქირურგია;  პროქტოლოგია;  მეანობა და გინეკოლოგია;  რეპროდუქტოლოგია;  კარდიოქირურგია;  ნეიროქირურგია;  უროლოგია; ოტორინოლარინგოლოგია;  ოფთალმოლოგია;  ორთოპედია-ტრავმატოლოგია;  გადაუდებელი მედიცინა;  კლინიკური ტოქსიკოლოგია;  კლინიკური ონკოლოგია;  ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალი;  ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრი;  ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კანდიდატი  სავალდებულოა  იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;
  • კანდიდატს სავალდებულოა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში, გარდა სპეციალობებისა - ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი, ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი (აღნიშნულ სპეციალობებში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მისაღებია);

 

პროგრამაზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი:

(მათვისაცარექნებაყველადოკუმენტიგამოგზავნილი, დარეგისტრირებულადარჩაითვლება; სავალდებულოაყველადოკუმენტიგამოგვიგზავნოთდასკანერებული, CV უნდაიყოს word-ისან pdf-ისფორმატში)

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში 5 წლიანი საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/ცნობებისამუშაოადგილიდანსადაცმითითებულიიქნებადამსაქმებელი-პოზიცია-პოზიციისხანგრძლივობა);
  • CV/რეზიუმე word-ის ან pdf-ის ფორმატში (რომელშიც მითითებული იქნება ტქვენი ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება და გამოცდილება წლების მიხედვით);

 

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს  2021 წლის 19 მარტიდან 23 აპრილის  ჩათვლით;

 

  • კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ გასაუბრება;

 

  • სწავლა განხორციელდება სამუშაო საათების შემდეგ;

 

  • საექიმო სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“ სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება პრიორიტეტი, რომ დასაქმდეს ევექსის ქსელში;



კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05;

 

 

 

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები 

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით სასწავლო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „მონაწილე“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე/აპლიკაცია, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია), არის უტყუარიდა აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ასევე მონაწილე აცხადებს თანხმობას, რომ სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომელმაც სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს მონაწილეზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს ან მესამე პირის ინტერესებს. ამასთან, მონაწილე სრულად აცნობიერებს, რომ წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კონტრაქტის შეწყვეტის ჩათვლით.

3. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი მონაწილის თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მონაწილის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მონაწილესთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

5. სასწავლო ორგანიზატგორი  ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში მონაწილეს გააცნოს სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ, ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, პირობებისა და მონაწილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line