გადამზადების პროგრამა -„გადაუდებელ მედიცინაში“

სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების  პროგრამა „გადაუდებელი მედიცინა“

სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალი აკრედიტებული დაწესებულება  - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი -  აცხადებს მიღებას, სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების სასწავლო პროგრამაზე „გადაუდებელი მედიცინა“, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. სწავლება განხორციელდება სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“, შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“,  სს „ევექსის ჰოსპიტლები“ -  ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის, სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის, სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ზუგდიდი რეფერალური ჰოსპიტალის, სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის  ბაზებზე. 

 

პროგრამის დაახელება:

გადაუდებელი მედიცინა

პროგრამის ხელმძღვანელი:                  

ოთარ დიხამინჯია

ადგილების რაოდენობა:

28(თბილისი,ზუგდიდი,ბათუმი,ქუთაისი)

პროგრამის ხანგრძლივობა:

8 თვე

კურსის  ღირბულება:

თვეში 550 ლარი

 

 

კლინიკური ბაზები :

თბილისი

ბოკერიას სახელობის თბილისის საუნვიერსიტეტო ჰოსპიტალი

თბილისი

კავკასიის მედიცინის ცენტრი

ბათუმი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი

ბათუმი

მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

ზუგდიდი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

ქუთაისი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

ქუთაისი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი

 

კანდიდატების დასაქმება განიხილება შემდეგ ქალაქებში:

 

 ქუთაისი; ბათუმი; ზუგდიდი; თბილისი; ხაშური; ქარელი; ახალციხე; ახალქალაქი;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში:

  1. შინაგანი მედიცინა
  2. კარდიოლოგია
  3.  ნევროლოგია
  4. ზოგადი ქირურგია
  5. ორთოპედია-ტრავმატოლოგია
  6. მეანობა-გინეკოლოგია
  7. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  8. კლინიკური ტოქსიკოლოგია
  9. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა

კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

აუცილებელი მოთხოვნები: 

-          კანდიდატი  სავალდებულოა  იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;

-          კანდიდატი სავალდებულოა ფლობდეს მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში

სპეციალური პირობები

  • გადამზადების პროგრამის  ჩატარების ადგილი იქნება თბილისი,  ბათუმი,  ქუთაისი, ზუგდიდი
  • კურსის ღირებულება: თვე 550 ლარი
  • კურსის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“
  • საექიმო სპეციალობაში „გადაუდებელი მედიცინა“ სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში.



წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

განსაკუთრებული მინიშნება ! თქვენს მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება ! 


  • წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

    -          უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

    -          სახელმწიფო სერთიფიკატი;

    -          სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში 3 წლიანი საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

    -          პირადობის მოწმობის ასლი.

    -           CV/რეზიუმე (რომელშიც მითითებულია ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება და გამოცდილება);

 
-საბუთების მიღება მიმდინარეობს  2022 წლის  21 ნოემბრიდან 12 დეკემბრის  ჩათვლით

-კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება

ზემოთ აღნიშნული წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია ატვირთეთ ამავე ბმულზე   და სათაურის ველში მიუთითეთ „გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი“ და ქალაქის დასახელება, სადაც გსურთ დასაქმება. მაგ.: „გადაუდებელი მედიცინის პროგრამა“ -ქუთაისი
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line