გადამზადების პროგრამა -„ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში“

                      

                         გადამზადება/დასაქმება

 

სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების  პროგრამა

 „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“

 

სს „ევექსის ჰოსპიტლების“  ქსელში შემავალი აკრედიტებული დაწესებულება - ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა აცხადებს მიღებას, სერტიფიცირებული ექიმების მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადებას სასწავლო პროგრამაზე „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

 

პროგრამის დაახელება: ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა

აკრედიტირებული დაწესებულება: სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა

პროგრამის ხელმძღვანელი:ნინო ქიქოძე               

სწავლების ლოკაცია: თბილისი

ადგილების რაოდენობა: 6

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

კურსის  ღირბულება: თვეში 900 ლარი

 

 

კლინიკური ბაზები :

 

  • თბილისი:  სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
  • თბილისი:  სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში:

 

  1. პედიატრია
  2. ნეონატოლოგია
  3. ბავშვთა ნევროლოგია
  4. ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია
  5. ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
  6. ბავშვთა გასტროენტეროლოგია
  7. ბავშვთა ენდოკრინოლოგია
  8. ბავშვთა ინფექციური სნეულებები
  9. ბავშვთა ნეფროლოგია
  10. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
  11. ბავშთა ჰემატოლოგია
  12. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  13. ბავშვთა ქირურგია
  14. ორთოპედია ტრავმატოლოგია

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

-        სავალდებულოა  კანდიდატი იყოს სერტიფიცირებული ექიმი ზემოთ მითითებული სპეციალობებიდან ერთ-ერთში;

-        სავალდებულოაკანდიდატი ფლობდეს მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

                                                      

 

პროგრამაზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია გამოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი:

(მათ ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული, CV უნდა იყოს word-ის ან pdf-ის ფორმატში)

 

 განსაკუთრებულიმინიშნება : თქვენსმიერმიმაგრებულიფაილიარუნდააღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგშემთხვევაშიდოკუმენტივერაიტვირთება ! 

 

 

 

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში 3 წლიანი საექიმო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/ცნობები სამუშაო ადგილიდან სადაც მითითებული იქნება დამსაქმებელი-პოზიცია-პოზიციის ხანგრძლივობა);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი);

 

 

 

 

საბუთების მიღება მიმდინარეობს  2023 წლის 10 აპრილიდან 1 მაისის  ჩათვლით  

 

აპლიკანტების მიერ ატვირთული დოკუმენტაცია გადაიხედება პერიოდულად.

რეგისტრაციის დასტურს მიიღებთ მეილზე.

 

კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე :0322 600600

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები


1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით სასწავლო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „მონაწილე“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.


2. ამასთან მონაწილე იღებს ვალდებულებას, რომ სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროგრამის მონაწილის ვალდებულებების შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს სასწავლო კონტრაქტი.

3. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი, მონაწილის  თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს   მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში  მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა მონაწილის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით.  მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მონაწილესთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. 

5. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში მონაწილეს გააცნოს სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ, ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, პირობებისა და მონაწილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდე 10 მეგაბაიტს
ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line