ევექსი ჰოსპიტლები აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ კარდოილოგია“ !
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან სასწავლო გრანტს
პროგრამის დასახელება: |
კარდიოლოგია |
პროგრამის ხანგრძლივობა: |
44 თვე |
აკრედიტირებული დაწესებულება: |
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
გიორგი ნიკოლაიშვილი |
სწავლების ლოკაციები: |
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი |
ადგილების რაოდენობა: |
8 (თბილისი -4, ბათუმი-2, ქუთაისი-2) |
კლინიკური ბაზები :
თბილისი |
ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი |
თბილისი |
კავკასიის მედიცინის ცენტრი |
ქუთაისი |
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცეენტრი |
ქუთაისი |
ევექსის კლინიკები |
ბათუმი |
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი |
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი ან 80% - იანი გრანტით;
- შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება : თვეში 300 ლარი;
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით
დაინტერესებული კანდიდატები დოკუმენტების ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით სასწავლო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „მონაწილე“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.
2. ამასთან მონაწილე იღებს ვალდებულებას, რომ სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროგრამის მონაწილის ვალდებულებების შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს სასწავლო კონტრაქტი.
3. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი, მონაწილის თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მონაწილის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით. მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მონაწილესთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, პროგრამის ორგანიზატორი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
5. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში მონაწილეს გააცნოს სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ, ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, პირობებისა და მონაწილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.