სიახლეები

ნახეთ ვრცლად

21 დეკემბერი, 2020

ევექსი ჰოსპიტლების რეზიდენტების ახალი ნაკადი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას შეუდგება

„ევექსი ჰოსპიტლების" სარეზიდენტო პროგრამის რიგით მეორე ნაკადი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის შესრულებას შეუდგება. დღეს სარეზიდენტო პროგრამა 46 რეზიდენტმა წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ღონისძიებაზე კი, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა, ორი ყველაზე წარმატებული რეზიდენტი გამოვლინდა. ევექსი ჰოსპიტლები წარმატებულ რეზიდენტებს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ დაუფინანსებს და მათ საშუალება ექნებათ კვალიფიკაცია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში აიმაღლონ.

ნახეთ ვრცლად

23 ოქტომბერი, 2020

ევექსი ჰოსპიტლებმა ინფიცირებული პატარა პაციენტების სამკურნალოდ ციციშვილის კლინიკა დღეიდან გამოყო

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ინფიცირებულთა სამართავად გუშინ დაანონსებული საწოლების გამოყოფას და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში დღეს დამატებით კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი - ციციშვილის ბავშთა კლინიკა გამოყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი 634 საწოლის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ევექსი ჰოსპიტლები კვლავ მზადაა პანდემიასთან საბრძოლველად მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამჯერად, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი ციციშვილის კლინიკაა მზად ინფექციური პროფილით მიიღოს პატარა პაციენტები.