ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ჰოსპიტალი
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
სამუშაო საათები:
ყოველ დღე: 24 საათიგახსნის თარიღი: 1977 წელი
საწოლფონდი: 180
თანამშრომლების რაოდენობა: 570
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მრავალპროფილურ, სრული სამედიცინო სერვისს სთავაზობს რეგიონის მოსახლეობას. ჰოსპიტალი ყოველთვიურად 9,400-ზე მეტ პაციენტს ემსახურება, ტარდება 400-მდე ქირურგიული ჩარევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ორთოპედიული ოპერაციები და გადაუდებელი ურთულესი ოპერაციები შინაგან ორგანოებზე. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ლიცენზირებული, გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც ერთადერთია სამეგრელოში. 2015 წლიდან ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სრული 24 საათიანი უწყვეტი გეგმიური და გადაუდებელი კარდიოლოგიური მომსახურება.
სრულად აღჭურვილი რეანომობილებით ხორციელდება პაციენტების დროული ტრანსპორტირება რეგიონის სხვადასხვა ჰოსპიტალებიდან და მათი შესაბამისი, ადექვატური მართვა.