მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 1990 წლიდან ფუნქციონირებს ტოქსიკოლოგიის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი ამ პროფილის სპეციალიზირებული განყოფილებაა და ტოქსიკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ტოქსიკოლოგიური სამსახური მოიცავს სხვადასხვა ტოქსიური აგენტების ზემოქმედების შედეგად განვითარებული მწვავე ინტოქსიკაციების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მათ შორის:

  • მედიკამენტური ინტოქსიკაციები
  • ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა
  • კოროზიული მოქმედების მქონე ნივთიერებებით მოწამვლა
  • მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით ინტოქსიკაციები
  • მავნე აირებით - მათ შორის მხუთავი აირით მოწამვლა
  • ბიოლოგიური შხამებით მოწამვლა - როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური, მათ შორის - სოკოთი, გველის შხამით და ა.შ.


ჰოსპიტალში შესაძლებელია როგორც ამბულატორიული, აგრეთვე სტაციონარული, სრული ტოქსიკოლოგიური სერვისის მიღება. 


მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა