მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ახალშობილთა და აგრეთვე ზოგადი ქირურგიის სერვისებს წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც ადგილზე დიაგნოსტირებას ექიმთა გამოცდილი გუნდი ატარებს, კვალიფიციური მედიკოსებივე ოპერაციას უძღვებიან და ყურადღებიან პერსონალს არც ოპერაციის შემდგომი პერიოდი რჩება მეთვალყურეობის მიღმა.  

პოსტოპერაციული პერიოდის მართვა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც ინტენსიური თერაპიაში ტარდება, თავად ოპერაცია კი ქირურგიულ დეპარტამენტში როგორც გეგმიურად, ასევე გადაუდებლად ტარდება. 

გეგმიური პედიატრიული და სრული ქირურგიული გადაუდებელი მომსახურების ხარისხიან პირობებს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა და 24-საათიანმზადყოფნაშიმყოფისამედიცინოგუნდი უზრუნველყოფს.   

ჰოსპიტალში ქირურგიული ჩარევა ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • სანაღვლე გზების პათოლოგიები
  • სანაღვლე გზების ატრეზია -"კასაის ოპერაცია"
  • საერთო სანაღველე სადინარის ან სანაღვლე ბუშტის დიდი ზომის კისტები
  • სანაღვლე სადინარების აღდგენის ოპერაციები (სრული აღდგენა)

ჰირშპრუნგის დაავადების დროს, როდესაც დიაგნოზი ისმება 1-3 თვის ასაკში - ოპერაცია ტრანსანალური მიდგომით.

ანუსის ატრეზიის დროს - სრულფასოვანი აღდგენა- სფინქტერული აპარატის აღდგენა -შენარჩუნებით.

12- გოჯა ნაწლავის პათოლოგიები სრული ან ნაწილობრივი გაუვალობით ახალშობილებში - ოპერაციები გამავლობის სრულფასოვანი აღდგენით.

 ჰოსპიტალი  მაღალტექნოლოგიური საოპერაციო დარბაზებითა და უახლესი თაობის აპარატურით გამოირჩევა. ტექნოლოგიურ უპირატესობასთან ერთად ჰოსპიტლის წარმატებით ფუნქციონირების მნიშვნელოვანი საკადრო რესურსი განაპირობებს. გუნდი დარგის წამყვანი ქირურგებით დაკომპლექტებულია.   




მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა