მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ყველა სახის თორაკალური ოპერაცია ტარდება. ქირურგიული სამსახური მუშაობს როგორც თანდაყოლილ პათოლოგიებზე (საყლაპავის, სასუნთქი სისტემის ანომალიები, დიაფრაგმული თიაქრები),  აგრეთვე  გულმკერდის ონკოლოგიურ დაავადებებზე, გულმკერდის დეფორმაციებზე.
თორაკოქირურგიის მიმათულება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი თორაკალური პაციენტების მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს და არაერთი ჩვენების მკურნალობას წარმატებით ახერხებს, მათ შორისაა: 

• ფილტვის თანდაყოლილი ატრეზია, 
• დიაფრაგმის თიაქარი 
• ფილტვის ანომალიები 
• ტრაქეის ქირურგია და ა.შ 

აღსანიშნავია, გულმკერდის ღრუს ორგანოების სამკურნალო განყოფილებაში მომუშავე მაღალპროფესიონალური გუნდი, რომელსაც ზურგს ქირურგიული სამსახურის თანამედროვე აღჭურვილობა უმაგრებს. თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურა რთული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიური ჩარევების საშუალებას იძლევა.

ყოველწლიურად ჰოსპიტალში ხორციელდება ასობით უცხო სხეულის ამოღება, როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 2016 წლის ბოლოდან თორაკოსკოპიური ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა დაინერგა, რაც საშუალებს იძლევა რთული და ტრავმული ჩარევები მინიმალური ინვაზიის ხარჯზე შესრულდეს.




კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

ლევან ხარაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, თორაკალური ქირურგიის ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა