მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტში ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრი ხორციელდება. 

უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებული გუნდი პაციენტებს  ყელის დაავადებების, სმენის დარღვევებისა თუ სხვა ჩვენებებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. 

დეპარტამენტში შესაძლებელია შემდეგი სახის ქირურგიული ჩარევის განხორციელება:

  • ტონზილექტომია
  • ადენოტომია
  • ადენოტონზილექტომია
  • სეპტოპლასტიკა
  • ტურბინოპლასტიკა
  • უცხო სხეულების ამოღება
  • სისხლმდენი კაპილარის მოწვა
  • რეტრო და პარაფარინგეალური აბსცესების გახსნა და სხვა.

ჰოსპიტალში შესაძლებელია სტაციონარული და ამბულატორიული ოტორინოლარინგოლოგიური სერვისის მიღება, რომლის ფარგლებშიც კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მედიკოსთა გუნდი სწორი კურსით არჩეული მკურნალობის საფუძველზე გამოჯანმრთელების გარანტიას წარმოადგენს. 





კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

მაკა თევზაძე

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ნინო სოლომონია

ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ნინო ტოტოღაშვილი

ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა