მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ბავშვთა ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება ის დარგია, რომელიც სხვა განყოფილებებთან ერთად განსაკუთრებით განვითარებულია და ყველა თანამედროვე გამოწვევას ფეხს უწყობს.  

ჰოსპიტალში პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ როგორც გადაუდებელი, აგრეთვე გეგმიური მომსახურება და ტრავმატოლოგიური/ორთოპედიული ოპერაციები ადგილზე სრულდება. 

თანამედროვე სტანდარტის მინი-ინვაზიური ოპერაციული მკურნალობა 0-18 წლამდე პაციენტთა ასაკობრივ ჯგუფში მოიცავს:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების კორექციები;
  • სახსრების კონტრაქტურის საკორექციო პროცედურები;
  • მყესების დაგრძელება-დამოკლება;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების მკურნალობა;
  • კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების კორექცია;
  • ტერფისა და მტევნის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების კორექცია;
  • არათანაბარი სიგრძის მქონე კიდურების საკორექციო ოპერაციები;

ბავშვთა ორთოპედია დაავადებათა და სინდრომთა მრავალმფეროვან სპექტრს აერთიანებს, მოიცავს თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების, მათ შორის ბრტყელტერფიანობის, თუ მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობის, აგრეთვე ხერხემლის დეფორმაციების, გენეტიკურ სინდრომთან დაკავშირებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობას და სხვ. 

თანამედროვე მედიცინის მიდგომების დანერგვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებითა და MIPO ტექნიკით ჩატარებული ოპერაციები აღმოჩნდა, რაც მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას გულისხმობს და ჰოსპიტალს გამორჩეულ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.  

რაც შეეხება მთავარ რგოლს, რომელიც ყველა აღნიშნული გამოწვევის მიღმა დგას, ტრავმა/ორთოპედიული სამსახურის გუნდია. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გამოჯანმრთელების მთავარ გარანტს წარმოადგენენ.

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

ნანა ტატიშვილი

ნეირო მეცნიერებათა განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

მაკა თევზაძე

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ლევან ხარაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, თორაკალური ქირურგიის ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა