მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული ონკოლოგიური სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც ყველა სახის სოლიდური სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას 0-დან 20 წლამდე ასაკში მოიცავს.
ჰოსპიტალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სამედიცინო სივრცეს წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივსა და უცხოელ ექიმებთან ერთად პაციენტებისადმი მულტიდისციპლინურ მიდგომას პრიორიტეტად ირჩევს. 

ონკოლოგიური სერვისის მიწოდებისას ცენტრი სრულ სპექტრს ითვალისწინებს და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს წარმოადგენს. მათ შორისაა:  

კლინიკური ონკოლოგია, რომელიც ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიასა და ჰორმონოთერაპიას აერთიანებს. 

ონკოქირურგია  
ონკოქირურგიის, როგორც დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდის მიღება პაციენტებს ჰოსპიტალში შეუძლიათ. 
  
რადიაციული ონკოლოგია  
რადიაციული თერაპიისას ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა ტიპის რადიაციის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს და ორგანიზმში ჯანსაღი უჯრედების ნორმალურ ფუნქციას აბრუნებს. 

ჰოსპიტალში დანერგილი მულტიდისციპლინური მიდგომა ყველა სპეციალობის ექიმის: სხივური ონკოლოგების, ქიმიოთერაპევტების, ქირურგების, პათანატომებისა და რადიოლოგების ერთობას გულისხმობს.

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თეონა შათირიშვილი

ექიმი ნევროლოგი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ლევან ხარაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, თორაკალური ქირურგიის ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ნინო ტოტოღაშვილი

ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა