მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სრული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი, როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულ პირობებში.

კლინიკაში ნეიროქირურგიის დარგი, როგორც ნევროლოგიის ერთ-ერთი კლინიკური დისციპლინა, უწყვეტად ვითარდება და ფეხს უწყობს ყველა საერთაშორისო გამოწვევას, ოპერატიულად ნერგავს მსოფლიო მედიცინაში აღიარებულ სიახლეებს. 

დეპარტამენტი აღნიშნული პროფილის გამორჩეულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული ნევროლოგიური დანეიროქირურგიული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სპექტრია წარმოდგენილი.

ნევროლოგიური სამსახური მოიცავს ნერვული სისტემის ყველა დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას, კერძოდ:

  • ნეირომოტორული განვითარების სრული შეფასება
  • ნეირომოტორული განვითარების რისკის პაციენტების მონიტორინგი
  • პაროქსიზმული მდგომარეობები-ეპილეფსია, თავის ტკივილი, არაეპილეფსიური პაროქსიზმები
  • ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების სრული სპექტრი
  • მცირე ტრავმების დიაგნოსტიკა და მართვა
  • მადემიელინიზირებელი დაავადებები
  • ატაქსიები
  • ფაკომატოზები
  • დეგენერაციული დაავადებები
  • ექსტრაპირამიდული და მოძრაობითი აშლილობები
  • ძილის დარღვევები
  • მწვავე, ქრონიკული და თანდაყოლილი პოლინეიროპათიები



დეპარტამენტში ტარდება ფართო სპექტრის და ყველანაირი სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები, მათ შორის ენდოსკოპიური და ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგით, როგორიცაა შუნტთან დაკავშირებული ჩარევები,რეპოზიცია და რეკონსტრუქცია ქალას ტრავმის დროს, კრანიოპლასტიკა, სხვა ოპერაცია ზურგის ტვინისა და ნერვების ფესვებზე, ენცეფალოცელეს, მიელოცელესა და მენინგოცელეს ამოკვეთა, ქალასშიდა დაზიანების ექსტრიპაცია, შუნტის რევიზია/რეკონსტრუქცია, კისტოპერიტონიალური შუნტირება, ნეიროონკოლოგიური ოპერაციები.


წარმოდგენილი სერვისების მრავალფეროვნებას ზურგს ნეიროქირურგიის გუნდის მაღალი კვალიფიკაცია უმაგრებს. ექიმების მიერ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში მიღებული პრაქტიკის დანერგვას კი საქართველოში ჰოსპიტლის მაღალტექნოლოგიური მიგნებები უწყობს ხელს. გამორჩეულია პოსტოპერაციული მოვლის მიდგომებიც, უსაფრთხო ოპერაციებისშემდგომ მეთვალყურეობას კრიტიკული მედიცინის სპეციალისტთა ძლიერი გუნდი კურირებს. 





კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თეონა შათირიშვილი

ექიმი ნევროლოგი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ნანა ტატიშვილი

ნეირო მეცნიერებათა განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა