მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სრულად ფარავს ნეონატოლოგიური სერვისის საჭიროებას. ჰოსპიტალში წარმოდგენილია როგორც ახალშობილთა მოვლა-მეთვალყურეობის განყოფილება, ასევე ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება. თითოეული განყოფილება კი აჭრუღვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ნეონატოლოგიური სამსახური წარმოადგენს შემდეგ სერვისებს:

  • ჰიდროცეფალიის მკურნალობა ვენტრიკულოპერიტონეული, ვენტრიკულოატრიული შუნტირების (პროგრამირებადი შუნტი, ფიქსირებული წნევის შუნტი) და მიკროქირურგიული-ენდოსკოპიური გზით;
  • თავის ტვინის, ზურგის ტვინის განვითარების მანკების მკურნალობა, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით;
  • თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა მიკროქირურგიული, ულტრაბგერითი ასპირატორის, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით;
  • თავის ტვინის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მანკების მკურნალობა მიკროქირურგიული გზით, ასევე ენდოვასკულური წესით ;
  • ქალას, ხერხემლის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა, ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგი ტრავმების დროს;
  • რთული ფორმის ნეიროინფექციური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
  • ქალას განვითარების მანკების, მათ შორის რთული ფორმის კრანიოსინოსტოზების თანამედროვე მკურნალობა ბიოშეთავსებადი იმპლანტის გამოყენებით.


მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ახალშობილების ჯანმრთელობას მეთვალყურეობას მაღალკვალიფიციური გუნდი უწევს, რომელსაც მაღალტექნოლოგიური ტექნიკური ბაზა ზურგს უმაგრებს.

ახალშობილებში პათოლოგიების აღმოჩენის შემთხვევაში მათი მართვა, მონიტორინგი და მკურნალობა ეროვნული პროტოკოლების, საერთაშორისო გაიდლაინების და სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.

ჰოსპიტალში დედისა და ჩვილისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, რაზეც ერთიანი გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს.


კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

ნინო სოლომონია

ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა