მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ლაბორატორია ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას მოიცავს და მისი მუშაობა წამყვან ტექნოლოგიებს, თანამედროვე მენეჯმენტსა და ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ეფუძნება. 

  • ზოგადი კლინიკური კვლევები   
  • ბიოქიმიური 
  • კოაგულოლოგიური 
  • იმუნოლოგიური 
  • სეროლოგიური 
  • ჰორმონალური 
  • მიკრობიოლოგიური/ ბაქტერიოლოგიური 
  • ციტოლოგიური 
  • PCR-დიაგნოსტიკა 


კვლევების ჩამონათვალი მაღალი კლასის ლაბორატორიულ აპარატურაზე დაყრდნობით ხორციელდება, რა დროსაც ხარისხიანი და ვადიანი რეაქტივები გამოიყენება. რაც მთავარია, კვლევა მაღალკვალიფიციური კადრების მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება და გარე და შიდა ხარისხის კონტროლის სქემებიც გამოიყენება.  

ჰოსპიტლის ლაბორატორიაში მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, სწორი დიაგნოსტირების საშუალებაც არსებობს. კონტროლდება მკურნალობის პროცესი, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებას აიოლებს.  

აღსანიშნავია, რომ ანალიზის პასუხების გაცნობაც ისეთივე კომფორტულია, როგორც ადგილზე - მოწესრიგებული რიგის პოლიტიკა და რეზულტატი პაციენტს ელექტრონულად ეგზავნება. 





მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა