მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

18 წლამდე ასაკის კრიტიკულად მძიმე ბავშვების სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. 

დეპარტამენტში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევა და მისი ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა ხორციელდება.  

დეპარტამენტში ხორციელდება:

  • პოლიტრავმით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მართვა;
  • ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პაციენტების მართვა ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგით;
  • იმუნოსუპრესირებული პაციენტების კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
  • სისხლისწარმომქმნელი უჯრედებისა და სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდის გართულებათა მართვა;
  • მწვავე ლეიკემიით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
  • ქიმიოთერაპიისა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის გართულებათა მართვა, მ.შ სიმსივნის ლიზისის სინდრომის;
  • თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია მწვავე უკმარისობის დროს (პერიტონეალური და ჰემოდიალიზი);
  • სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაზიანებით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
  • გენური მუტაციით განპირობებული სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობათა მართვა;
  • თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მეტაბოლური კრიზების მართვა;

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი პაციენტების მიღებას 35 საწოლზე უზრუნველყოფს. დეპარტამენტში ერთდროულად შესაძლებელია ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე 25 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა.

ამასთანავე, იმართება ნებისმიერი სირთულისა და სიმძიმის პაციენტი, რაშიც პროფესიონალ გუნდთან ერთად მაღალტექნოლოგიური სერვისიც საკუთარ როლს თამაშობს - განყოფილება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად აღჭურვილია.


კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

მაკა თევზაძე

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა