მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის იმუნიზაციის კაბინეტში პროფილაქტიკური აცრები ხორციელდება  ეროვნული კალენდრის მიხედვით. 

იმუნიზაციის კაბინეტში სტუმრობა პროფილაქტიკურ/პრევენციულ ღონისძიებათა სისტემაში ჩართვას გულისხმობს, რაც თავის მხრივ პაციენტისთვის არაერთი ინფექციური დაავადებისგან დაზღვევის გარანტიაა. 

ჰოსპიტალში იმუნიზაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით სრულად და აგრეთვე სეზონური გრიპის ვირუსის რუსის საწინააღმდეგოდ ტარდება, ასევე მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.

საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, პირველი იმუნიზაცია ახალშობილს სამშობიაროში, დაბადებისთანავე უტარდება (ტუბერკულოზისა და B ჰეპატიტის აცრა), რის შემდეგაც ინფექციური დაავადებებისადმი გამძლეობა იზრდება.  

ცხოვრების მანძილზე სხვა დანარჩენი აცრის პერიოდულობა ეროვნული კალენდრით იმართება. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის იმუნიზაციის კაბინეტში კი აცრები უსაფრთხო ვაქცინებითა და საერთაშორისოდ აღიარებული, ყველა წესის დაცვით ხორციელდება.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა