მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის  გასტროენტეროლოგიის კაბინეტი საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მოგვარებაზე ზრუნავს და როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ რეჟიმში ახორციელებს. 

აბდომინური მედიცინის დეპარტამენტში საჭმლის მომნელებელი სისტემის შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვაა შესაძლებელი:
მუცლის ტკივილი;

  • დიარეა;
  • ყაბზობა;
  • პირღებინება;
  • ჰელმინთოზი;
  • ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგია: საყლაპავის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები;
  • ქრონიკული არასპეციფიკური პათოლოგიები;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;


უმრავლეს შემთხვევაში , მუცლის ტკივილი ხანმოკლე და არაინტენსიურია, რაც ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის საფუძველს არ იძლევა. თუმცა, მუცლის ტკივილისას აუცილებელია პაციენტმა მედიკოსს მიმართოს, მაშინაც თუ ტკივილი იშვიათი ხასიათისაა ან მაშინ, როცა დისკომფორტი მუდმივად გრძელდება საათზე მეტ ხანს, იწვევს ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და გუნება-განწყობის საგრძნობ დარღვევას.

მუცლის ტკივილის ხშირი მიზეზი ბავშვებში არის: კვების რეჟიმის მკვეთრი დარღვევით გამოწვეული დისკომფორტი, დიარეა, ყაბზობა, პირღებინება, აგრეთვე ჰელმინთოზი და სხვა.

მ.იაშვილის კლინიკის გამოცდილი ექიმების კვალიფიციური გუნდი, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის გამოყენებით, წარმატებით ახორციელებენ ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
აგრეთვე, ჰოსპიტალი უმაღლესი დონის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვილია, რაც მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას  აიოლებს. მით უფრო მაშინ, როცა პაციენტების ჯანმრთელობაზე გასტროენტეროლოგთა გამოცდილი გუნდი ზრუნავს.  


მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა