მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილება 12 ობსერვაციულ და 3 შოკის საწოლზე გათვლილი და 29 დღიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის განკუთვნილია, როგორც სომატური, ისე ქირურგიული დაავადებების, მწვავე ტრავმისა და ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.

განყოფილება 24 საათიან რეჟიმში, მთელი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებს და სერვისების სრულ სპექტრს წარმოადგენს. 

მაღალკვალიფიციური გუნდი ნებისმიერი კვლევისთვის ყველა აუცილებელ პირობას უზრუნველყოფს, სვამს პირველად კლინიკურ დიაგნოსზ და სახავს მკურნალობის პროტოკოლს. ადგილზე ლაბორატორიულთან ერთად რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, მ.რ.ტ. და კ.ტ. კვლევებიც ტარდება. პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით.

რაც მთავარია ჰოსპიტალში პაციენტთა მულტიპროფილური მართვაა დანერგილი და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს სპეციალისტის კონსულტაცია და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება ხელმისაწვდომია.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა