მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ენდოკრინოლოგიური მომსახურების მიღება როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში შაქრიანი დიაბეტის ამბულატორიული ცენტრი და დიაბეტური სკოლა ფუნქციონირებს. აქ შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა ხორციელდება:

  • ჰიპოპიტუიტარიზმი (იშვიათი პათოლოგია, როცა ჰიპოფიზი წარმოქმნის: ერთ ან მეტ ჰორმონს/საერთოდ არ წარმოქმნის/არასათანადო რაოდენობით წარმოქმნის.)
  • თირკმელზედა ჯირკვლის, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დისფუნქცია
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ჰიპოგლიკემიების მართვა ნეონატალური ასაკიდან, როგორც სტაციონარში, ისე ამბულატორიულად
  • კალციუმის ცვლის დარღვევები
  • წყლის და ელექტროლიტური დისფუნქციის სხვადასხვა ტიპის მოშლა (უშაქრო დიაბეტი, SIADH, Cerebral Salt Wasting).
  • იშვიათი დაავადებები და სინდრომები ენდოკრინული პრობლემებით (პრადერ ვილის სინდრომი, მაკუნ ოლბრაიტის სინდრომი, დაუნის სინდრომი, რასელ-სილვერი, ნუნანის და კორნელია დე ლანგის სინდრომები, ქონდროდისპლაზიები და ა.შ.)
  • სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები (DSD), მულტიდისციპლინარული გუნდი (სრული უროლოგიური სერვისი, ბავშვთა გინეკოლოგი, ფსიქოლოგი, რადიოლოგიური სამსახური და აშ)/სქესობრივი მომწიფების დარღვევები
  • ჭარბი წონა და მისი გართულებები, ასევე წონის დეფიციტი
  • არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზების დიაგნოსტიკა და მართვა
  • ავთვისებიანი სიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები, მონიტორინგი და მართვა
  • სტიმულაციური სინჯების ჩატარება, როგორც ზრდის ჰორმონის, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის დასადასტურებლად
  • ზრდის ჰორმონით მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი/ზრდაში შეფერხება ან ტანმაღლობა
  • ენდოკრინოლოგიური სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მართვა

ენდოკრინოლოგია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შეისწავლის. აღნიშნულ ჯირკვლებს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები წარმოადგენენ, როგორებიცაა: ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები, საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები.

ენდოკრინული დაავადებებია:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი,უშაქრო დიაბეტი, სასქესო ორგანოების დაავადებები,ჭარბი წონა,სიმაღლეში ზრდის შეფერხება და ა.შ.

მ.იაშვილის კლინიკის გამოცდილი ექიმი ენდოკრინოლოგი ქ.ნინო ხელაძე და კვალიფიციური გუნდი , თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის გამოყენებით, წარმატებით ახორციელებენ ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტთა მულტიპროფილურ გუნდში კონსულტაციის გავლა ექიმ-დიეტოლოგთანაც შესაძლებელია.

ჰოსპიტალში კვალიფიციური ენდოკრინოლოგები, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის არაერთი დამხმარე საშუალების გამოყენებით, ყველა ზემოთხსენებული დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას უზრუნველყოფენ. 


კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

ნანა ტატიშვილი

ნეირო მეცნიერებათა განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

მაკა თევზაძე

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ნინო სოლომონია

ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა