მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელი, სწრაფი და სანდო, არაინვაზიური დიაგნოსტიკური საშუალებაა. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ულტრასონოგრაფიული განყოფილება სრულ დიაგნოსტიკურ სერვისს წარმოადგენს, რომელიც რბილი ქსოვილების, სახსრების, მუცლის ღრუს ორგანოების კვლევას, აგრეთვე ნეიროსონოსკოპიასა და ექოკარდიოგრაფიას დოპლერით მოიცავს.

საავადმყოფოს ბაზაზე არსებული აპარატურა გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზაციას ახერხებს, რაც ნებისმიერი სისტემის გამოკვლევისას მნიშვნელოვანია.

მაღალი გარჩევადობის ფერადი, თხევადკრისტალური მონიტორი რეალობასთან მაქსიმალურად ახლო გამოსახულებას იძლევა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა