მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1965 წელი

საწოლფონდი: 266

თანამშრომლების რაოდენობა: 947

„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. დღეისათვის შესაძლებელია ერთდროულად 310 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია გააჩნია, რომელიც სამი დონის სამედიცინო მომსახურების არსებობას ეფუძნება. პირველი - ამბულატორიული განყოფილება, სადაც შესაძლებელია ყველა სპეციალისტის ამბულატორიული კონსულტაციის მიღება, მეორე – ეს არის გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც გათვლილია 18 საწოლზე, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას „ერთი დღის ჰოსპიტალის“ პრინციპით; მესამე - ეს არის კლინიკის სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს. 
2015 წელს ჰოსპიტალში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში კვლევა მაღალი დონის თანამედროვე აპარატურისა და კვალიფიციური პერსონალის სინთეზში ხორციელდება.

სერვისებს შორისაა:
  • სრული დიაგნოსტიკური სერვისი კონტრასტირებით
  • ძვალსახსროვანი სისტემის ტრავმული, შეძენილი და თანდაყოლილი დაზიანებების დიაგნოსტირება
  • ხერხემლისა და კისრის მალების ტრამვული დაზიანებისა და განვითარების მანკების რენტგენოლოგიური კვლევა
  • ძვლოვანი ასაკის დადგენა
  • ცისტოგრაფია
  • ინტრავენური უროგრაფია
  • ურეთროგრაფია
  • კუჭნაწლავის ტრაქტის  სრული კვლევა რენტგენოკონტრასიტირებით.

რენტგენული კვლევა დღემდე არ კარგავს აქტუალობას და  მრავალი დაავადების დიაგნოსტირების ერთ-ერთ მთავარ, ინფორმატიულ და ხელმისაწვდომ, არაინვაზიურ მეთოდს წარმოადგენს. 


ჰოსპიტლის უახლესი აპარატურა, ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემების კვლევის საშუალებას იძლევა. ის გამოირჩევა გამოსახულების ზედმიწევნითი ჩვენებით, ხარისხით და მინიმალური სხივური დატვირთვით.  



მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

მიმართულების ნახვა