მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის უროლოგიური განყოფილება სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით ქვეყნის მასშტაბით გამორჩეული სამედიცინო დაწესებულებაა, რასაც ადგილზე თანამედროვე საოპერაციოებითა და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით აღჭურვილი სივრცის არსებობა განსაზღვრავს.

პატარა პაციენტებში უროლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით, ჰოსპიტალში სხვადასხვა პათოლოგიას მკურნალობენ, როგორიცაა გავრცელებული შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ტრანსურეთრული ოპერაციები (შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე).

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ყველა ასაკისა და სირთულის მქონე პატარების დიაგნოსტირება და მონიტორინგი ხორციელდება. ტარდება ყველაზე გავრცელებული პრობლემების - კრიპტორქიზმი, ფიმოზი და წყალმანკის ოპერაციები.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევა 1 წლამდე ასაკის პატარებში მეტად რეკომენდებულია, მით უფრო მაშინ, როცა თანამედროვე მედიცინაში პრობლემების ჩამონათვალის ასაკი გაახალგაზრდავებულია (უკავშირდება გენეტიკას, ეკოლოგიას თუ სხვა გამომწვე ფაქტორებს) რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, მცირე ასაკში ის გაცილებით იოლად მიმდინარეობს.


მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა