მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილება ახალშობილთა და აგრეთვე ზოგადი ქირურგიის სერვისებს წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც ადგილზე დიაგნოსტირებას ექიმთა გამოცდილი გუნდი ატარებს, კვალიფიციური მედიკოსებივე ოპერაციას უძღვებიან და ყურადღებიან პერსონალს არც ოპერაციის შემდგომი პერიოდი რჩება მეთვალყურეობის მიღმა.

პოსტოპერაციული პერიოდის მართვა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიით ზრუნავს, თავად ოპერაცია კი ქირურგიულ დეპარტამენტში როგორც გეგმიურად, ასევე გადაუდებლად ტარდება.

გეგმიური პედიატრიული და სრული ქირურგიული გადაუდებელი მომსახურების ხარისხიან პირობებს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა და 24-საათიან მზადყოფნაში მყოფი სამედიცინო გუნდი უზრუნველყოფს.


მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა