მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილებაში ბავშვთა გეგმიური და გადაუდებელი სრული ნეიროქირურგიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი.

ჰოსპიტალში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ისეთი ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება, როგორებიცაა:

  • ჰიდროცეფალია - მაშუნტირებელი, ენდოსკოპიური ოპერაციები
  • ნეიროონკოლოგია
  • თავისა და ხერხემლის ტრავმა.
  • თავისა და თავის ტვინის სისხსლძარღვოვანი პათოლოგიები.

ჰოსპიტლის ბავშვთა ნეიროქირურგიის განყოფილებაში, პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მაღალკვალიფიციული ნეიროქირურგიული მომსახურების სრული სპექტრი იმ გუნდის მიერ, რომელსაც განათლება და პრაქტიკული სწავლება მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში აქვთ გავლილი. შესაბამისად, მედიკოსები თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფენ, ეს ჰოსპიტლის აღნიშნულ მიმართულებას ქვეყნის მასშტაბით გამოარჩევს.

ამასთან ერთად, ოპერაციების წარმატებით ჩატარებას მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისებიც უზრუნველყოფს. პოსტოპერაციულ მოვლას კი კვლავ ქირურგთა ძლიერი გუნდი კურირებს.



მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა