მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილება გეგმიურ პედიატრიულსა და სრულ ქირურგიულ გადაუდებელ სერვისს უზრუნველყოფს.

24 საათის განმავლობაშიი ხელმისაწვდომ სერვისებს შორის ჰოსპიტალში ერთადაა თავმოყრილი ბავშვთა პულმონოლოგიური, თორაკოქირურგიული, თორაკოსკოპული და ენდოსკოპიური სამსახური.

კლინიკაში სხვადასხვა სირთულის ოპერაციები ხორციელდება, რაც მათ შორის თანდაყოლილი პათოლოგიების - ანომალიებისა და სიმსივნეების ქირურგიას გულისხმობს. აგრეთვე ხორციელდება გულმკერდის დეფორმაციების კორექცია და გულმკერდის ორგანოების სიმსივნური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა.

ტარდება ოპერაცია სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უცხო სხეულების ამოსაღებად. რაც შეეხება სასუნთქ გზებს, ამ მიმართულებით აგრეთვე თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობაც ხორციელდება.

ყველა ზემოთხსენებული ქირურგიული მანიპულაცია მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ოპერაციული მკურნალობის იმ მრავალმხრივი სერვისებისა, რომელსაც ჰოსპიტალი წარმოადგენს. ჩამონათვალის მიღმა კი მრავალწლიანი გამოცდილებით გამყარებული პროფესიონალიზმის მქონე გუნდი და უახლესი თაობის აპარატურული მხარდაჭერა ის ფაქტობრივი ძალაა, რაც მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრივილეგიას წარმოადგენს - იყოს ლიდერი სამედიცინო ცენტრი დასავლეთ საქართველოში.





კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თენგიზ თებიძე

ზოგადი ქირურგი, თორაკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა