მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში ქვეყნის მასშტაბით ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი პედიატრიული სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც პაციენტებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

რეგიონში ერთერთი ყველაზე მსხვილი პედიატრიული დეპარტამენტი ყველა სერვისს აერთიანებს, რომელთა მიღმაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი დგას.

ძლიერი გუნდის გარდა, პედიატრიული განყოფილების მორიგ უპირატესობად ყველა სერვისის ერთ სივრცეში არსებობა შეიძლება დასახელდეს, რაც თავის მხრივ დიაგნოზის უმოკლეს დროში დასმასა და შემდგომში მის ეფექტურ მკურნალობას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი და გეგმიური პედიატრიული ჰოსპიტალური მომსახურების მიღება აჭარის რეგიონში მხოლოდ მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში შესაძლებელი. ჰოსპიტალი კი 24 საათის მანძილზე პაციენტების მიღებას უწყვეტად ახორციელებს.

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თენგიზ თებიძე

ზოგადი ქირურგი, თორაკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა