მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ტრავმატოლოგია/ორთოპედიის მიმართულება ის დარგია, რომელიც სხვა განყოფილებებთან ერთად განსაკუთრებით განვითარებულია და ყველა თანამედროვე გამოწვევას ფეხს უწყობს.

ჰოსპიტალში პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ როგორც გადაუდებელი, აგრეთვე გეგმიური მომსახურება და ტრავმატოლოგიური/ორთოპედიული ოპერაციები სრულდება.

ბავშვთა ორთოპედია დაავადებათა და სინდრომთა მრავალმფეროვან სპექტრს აერთიანებს, მოიცავს თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების, მათ შორის ბრტყელტერფიანობის, თუ მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობის, აგრეთვე ხერხემლის დეფორმაციების, გენეტიკურ სინდრომთან დაკავშირებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობას და სხვ.

თანამედროვე მედიცინის მიდგომების დანერგვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებითა და MIPO ტექნიკით ჩატარებული ოპერაციები აღმოჩნდა, რაც მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას გულისხმობს და ჰოსპიტალს არამხოლოდ დასავლეთ საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.

რაც შეეხება მთავარ რგოლს, რომელიც ყველა აღნიშნული გამოწვევის მიღმა დგას, ტრავმა/ორთოპედიული სამსახურის გუნდია.


კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თენგიზ თებიძე

ზოგადი ქირურგი, თორაკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა