მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა და მოვლის განყოფილებაში ნებისმიერი სიმძიმის მდგომარეობის მართვა 0-28 დღემდე ასაკის ბავშვებში ხორციელდება.

სერვისში გათვალისწინებული ნეონატოლოგიური ასაკის ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ნეიროქირურგიული, ნევროლოგიური თუ კარდიოლოგიურ სერვისები. აგრეთვე, ყველა დღენაკლულ ახალშობილს უტარდება სკრინინგი რეტინოპათიაზე (დღენაკლულ ახალშობილებში ბადურა გარსის სისხლძარღვების პათოლოგიური განვითარებით მიმდინარე დაავადება).

გარდა იმისა, რომ ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის დაჯილდოებულია, ცენტრს მესამე დონის ნეონატოლოგიური მომსახურებაც გამოარჩევს.
ნეონატალური მომსახურება მოიცავს 3 დონეს:

III ინტენსიური მოვლა -6 საწოლზე
II შუალედური მოვლა (Step Down) -6 საწოლზე
I გახანგრძლივებული მოვლა - 6 საწოლზე

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სპეციალისტი 24-საათიანი რეჟიმით ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი, რათა სამედიცინო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს

დამატებითი ძალაა განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეესაბამება.




მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა