მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ერთადერთ განყოფილებას წარმოადგენს, სადაც ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის გუნდი ლიცენზირებული ექიმებით დაკომპლექტებულია.
განყოფილება ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის მქონე მწვავე პაციენტებს 24 საათის მანძილზე ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს.

მთელი კვირის განმავლობაში 0-დან 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პროფილის სომატური და ქირურგიული პაციენტებისთვის განყოფილებაში სერვისთა სრული სპექტრი ფუნქციონირებს, მათ შორის: ლაბორატორიული სერვისები, რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი თუ მ.რ.ტ. და კ.ტ. კვლევა, ფუნქციონირებს ტრავმის ოთახი, შოკის დარბაზი.

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მათ შორის შესაძლებელია ტოქსიკოლოგიური, კარდიოლოგიური, პოლიტრავმის მქონე და ნეიროქირურგიული პაციენტების მიღება.

რაც მთავარია ჰოსპიტალში პაციენტთა მულტიპროფილური მართვაა დანერგილი და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს სპეციალისტის კონსულტაცია და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება ხელმისაწვდომია.
აგრეთვე, ყურადღება ექცევა პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს იმ მხრივაც, რომ სხვადასხვა უმტკივნეულო მანიპულაციის ჩატარების დროს მშობლების დასწრება არ შეიზღუდოს.

თავად მანიპულაციების ჩატარებისთვის კი განყოფილება სრულად აღჭურვილია საკადრო და ტექნოლოგიური რესურსით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თენგიზ თებიძე

ზოგადი ქირურგი, თორაკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა