მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 1961 წ

საწოლფონდი: 176

თანამშრომლების რაოდენობა: 547

„მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია როგორც დედების, ისე ყველა ასაკის ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტაციონარული მკურნალობა. 

ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური დაჯილდოებულია ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამეანო–გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვისა და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. აღნიშნული პროექტი ამერიკის საერთაშორიოსო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დერმატოლოგიური დეპარტამენტი პაციენტების კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების პათოლოგიების მკურნალობაზე ზრუნავს, რისთვისაც სხვადასხვა დაავადების მიკროსკოპული დიაგნოსტირებასა და თანამედროვე მეთოდოლოგიას მიმართავს.

ჰოსპიტალში დერმატოლოგიის კაბინეტი ბავშვებსა და მოზრდილებს ნებისმიერი დერმატოლოგიური პრობლემის აღმოფხვრაში ეხმარება და აქვე ტარდება როგორც კანის ქირურგიის, ასევე კოსმეტოლოგიური მიმართულების პროცედურები.

დეპარტამენტში ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხორციელდება, როგორებიცაა:

  • კანის ბაქტერიული , ვირუსული და სოკოვანი ინფექციები
  • დერმატოზოონოზები
  • ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების დაავადებები
  • ვულგარული და ვარდისფერი აკნე
  • პერიორალური დერმატიტი
  • ქავანა დერმატოზები
  • ვარდისფერი პიტირიაზი
  • კანის არაინფექციური ანთებითი დაავადებები
  • თმის ზრდის და ცვენის პრობლემები
  • ფსორიაზი
  • იქთიოზი
  • კანის პიგმენტაციის დარღვევები
  • ახალშობილთა კანის დაავადებები

აღსანიშნავია, რომ კანის დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა არამხოლოდ დერმატოლოგიური, არამედ სხვადასხვა სისტემის დაავადება აღმოჩნდეს. სწორედ კომპლექსური ჩართულობისთვის მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის მრავალპროფილური გუნდი პაციენტისთვის ყველა ტიპის დიაგნოსტიკური მომსახურებისა და სრულყოფილი მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დერმატოლოგიის კაბინეტი ექიმთა გუნდს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის გამოცდილებითა და უახლესი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს

კლინიკის ექიმები

ნახეთ ვრცლად

თენგიზ თებიძე

ზოგადი ქირურგი, თორაკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64

მიმართულების ნახვა