მ. იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალერგოლოგიურ ცენტრში, რომელსაც ექიმი-ალერგოლოგი, პროფესორი ვახტანგ ბერიძე ხელმძღვანელობს, აღრიცხვაზე როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები იმყოფებიან.
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ალერგოლოგიის დეპარტამენტი მომსახურების სრულ სპექტრს მოიცავს და პაციენტებს ექიმის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, ალერგენებზე სინჯების ჩატარებას, სისტემუ დესენსიტიზაციასა და მასთან ასოცირებულ სერვისებს სთავაზობს.
ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური გუნდი დიაგნოსტირების სიზუსტესა და წლების გამოცდილებაზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს ისეთი დაავადებების დასაძლევად იყენებს, როგორებიცაა: ალერგიული კონიუქტივიტი, რინიტი, სინუსიტი, ასთმა, ალერგიული დერმატიტი, საკვებზე ალერგიული რეაქცია, მწერის ნაკბენზე რეაქცა და სხვა.
ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირია კვებითი ალერგია. კვებითი ალერგენებია:
- რძე და რძის პროდუქტები
- კვერცხი
- ზღვის პროდუქტები
- თხილეული - არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში.
- სოია
- ხორბალი
- ბოსტნეული: ისპანახი, პომიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვა.
- ხილი: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვა.
ალერგია კი ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება. არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მშობლებს შეუძლიათ.
- თუ ბავშვს აქვს ალერგია მტვრის ტკიპაზე მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან.
- რბილი სათამაშოები, ხალიჩა, ფარდები მტვერს იბუდებს, ამიტომ ხშირად უნდა გაირეცხოს. ბავშვის საწოლი ოთახი შეძლებისდაგვარად უნდა გათავისუფლდეს ხალიჩების, რბილი ხაოიანი გადასაფარებლებისა, ფარდებისა და წიგნებისგან.
- ფუტკრის, ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულებმა არ უნდა იარონ ფეხშიშველმა ბალახზე, არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი.
- ცხოველებზე დადასტურებული ალერგიის დროს
- ბავშვი უნდა მოარიდონ ზოოპარკში, ცხოველების მაღაზიებში და გამოფენაზე სიარულს, სასურველია, იშვიათად ესტუმრონ იმ ოჯახებს, სადაც ცხოველები ჰყავთ.
- თუ ბავშვს ოდესმე რომელიმე წამალზე ჰქონია რეაქცია, მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს, წამლის განმეორებით დოზაზე შემდგომი ალერგიული რეაქცია პირველზე უფრო ძლიერი და სიცოცხლისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს!
- მცენარის მტვერზე ალერგიის დროს ბავშვი უნდა მოერიდოს მცენარეებთან კონტაქტს.
- კვებითი ალერგიის დროს ალერგიული საკვები უნდა ამოღებულ იქნას რაციონიდან.
ცენტრი მრავალმხრივ ალერგოდიაგნოსტიკას აწარმოებს, მათ შორის:
In Vivo დიაგნოსტიკა:
- ➔ კანის პრიკ ტესტირება (გერმანული და ესპანური ალერგენებით)
- ➔ კანშიდა ტესტირება;
- ➔ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა, (ფარმაკოდინამიური ტესტით-სპირომეტრია-MIR-spirobankII აპარატით)
In Vitro გამოკვლევები:
- ➔ სისხლის შრატში საერთო IgE-ს განსაზღვრა;
- ➔ სისხლის შრატში სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრა: ინჰალაციურ,ეპიდერმული, სამრეწველო, კვებით,მცენარეულ,წამლისმიერ, ინსექტურ ალერგენებზე;
აღსანიშნავია, რომ ალერგოლოგიურ ცენტრში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა ხორციელდება, რომელიც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვთა სრულყოფილ ალერგოლოგიურ გამოკვლევებს ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე ითვალისწინებს;
ცენტრში უკვე დაწყებულია COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. სრული მზადყოფნაა გამოცხადებული, რომ ალერგიულ პაციენტებს საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით კვალიფიციური რეკომენდაციები მიეცეთ.