კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 30.05.2015

საწოლფონდი:

თანამშრომლების რაოდენობა: 130

ონკოლოგიის ცენტრი „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ჩვენ ქსელს 2015 წელს შემოუერთდა. ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს, სადაც სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ონკოლოგები ხელმძღვანელობენ.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს.


ონკოლოგიის ცენტრში სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ჰოსპიტლების ონკოლოგები ხელმძღვანელობენ და კვლევას მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის გამოყენებით ამყარებენ.


სკრინინგის აუცილებლობას მისი მნიშვნელობა განსაზღვრავს. რადგან საწყის ეტაპზე კიბო ხშირად შეუმჩნეველია, სკრინინგი სწორედ ფარულ პერიოდში მის გამოვლენას ემსახურება.

 

მნიშვნელოვანია, რომ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები დროულად ჩატარდეს. კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა მის განკურნებას განაპირობებს.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85

მიმართულების ნახვა