კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 30.05.2015

საწოლფონდი:

თანამშრომლების რაოდენობა: 130

ონკოლოგიის ცენტრი „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ჩვენ ქსელს 2015 წელს შემოუერთდა. ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს, სადაც სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ონკოლოგები ხელმძღვანელობენ.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, არაერთ სამედიცინო სერვისთან ერთად, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტირებას სთავაზობს.

ონკოლოგიური ცენტრი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ პერსონალსა და რადიოლოგიური კვლევების სრული სპექტრს უახლესი სამედიცინო აპარატურის გამოყენებით.

ჰოსპიტლის რადიოლოგიურ კვლევებს შორისაა:

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისი გამოსახულებითი კვლევის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტის კომფორტზე აპარატი უშუალოდ კვლევის პროცესშიც ზრუნავს, შესავალი თაღი გაფართოებული მოცულობით გამოირჩევა.

შედეგები საქართველოში აღიარებული ცნობილი რადიოლოგის ნიკოლოს საინიშვილის მიერ იშიფრება, რაც სიზუსტით მიღებული რეზულტატის ანალიზის საფუძველზე სანდოობას ზრდის.

მაგნიტურ რეზონანსული კვლევა

ჰოსპიტალში ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ხორციელდება, რაც ონკოლოგიური თუ ნევროლოგიური დაავადებების გარდა, სხვადასხვა პრობლემატიკის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული კვლევა SIEMENS-ის 1,5 ტესლა სიმძლავრის მაგნიტური ველის მქონე აპარატურით ხორციელდება.

რენტგენოლოგიური კვლევა

კვლევა FLAX VIJION-ის ფირმის იაპონური წარმოების ციფრული რენტგენის საშუალებით ხორციელდება, რომელიც ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემების კვლევის საშუალებას იძლევა.

ენდოსკოპიური კვლევა

50-მდე დასახელების კვლევა ( ვიდეო გასტრო,დუოდენო, ბრონქო და კოლონოსკოპია) და ენდოსკოპიური მანიპულაციები (საყლაპავის სტენტირება, ლიგირება, ბუჟირება, სისხლდენის ენდოსკოპიური მკურნალობა, პაპილოსფინქტეროტომია, პოლიპექტომია და სხვ.) იაპონიური წარმოების უახლესი აპარატურით, OLYMPUS, PENTAX და FUJIFILM-ის ფირმის ტექნიკით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ აპარატების ფუნქციურ შესაძლებლობებს ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტირების რეჟიმიც (FICE) ახასიათებს.

მამოლოგიური კვლევა

კვლევის დროს საშუალება ჩნდება, უმცირესი კალცინატიც კი ვიდეო და ფოტოგამოსახულებით დაფიქსირდეს. აღნიშნული მიგნების რეალობაში მოყვანა ჰოსპიტალში SIEMENS -ის Mammomat Select აპარატითაა შესაძლებელი.
  • გამომდინარე იქედან, რომ კვლევები უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურის ბაზას ეფუძნება და კვლევების ანალიზს სათავეში მედიკოსთა რჩეული გუნდი უდგას, ჰოსპიტალში ორგანოებისა და ქსოვილების ზუსტი ანატომიური სურათის მიღებაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა.




კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85

მიმართულების ნახვა