კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 30.05.2015

საწოლფონდი:

თანამშრომლების რაოდენობა: 130

ონკოლოგიის ცენტრი „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ჩვენ ქსელს 2015 წელს შემოუერთდა. ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს, სადაც სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ონკოლოგები ხელმძღვანელობენ.
კლინიკური ონკოლოგია, რომელიც ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, თარგეთულ თერაპიასა და ჰორმონოთერაპიას აერთიანებს.
  • დღევანდელ მედიცინაში ქიმიოთერაპიის მრავალი სხვადასხვა საშუალებაა ხელმისაწვდომი. პრეპარატების მიღება სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს და მათი გამოყენება როგორც ცალკე, ასევე კომბინაციაში მკურნალობისასაც სარგებლიანია.
  • რაც შეეხება იმუნოთერაპიას, ის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი ათვისებული მეთოდია, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებით ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალას აძლევს.
  • თარგეთული თერაპია კი ონკოლოგიაში დანერგილი ახალი მიდგომაა, რაც თარგეთული მედიკამენტების გამოყენებით კონკრეტულად სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლას გულისხმობს, ასე ზრდისთვის საჭირო პროცესები ითრგუნება.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85

მიმართულების ნახვა