კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი

სამუშაო საათები:

ყოველ დღე: 24 საათი

გახსნის თარიღი:
 30.05.2015

საწოლფონდი:

თანამშრომლების რაოდენობა: 130

ონკოლოგიის ცენტრი „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ჩვენ ქსელს 2015 წელს შემოუერთდა. ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს, სადაც სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ონკოლოგები ხელმძღვანელობენ.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სამედიცინო სივრცეს წარმოადგენს. წლების განმავლობაში ის ადგილობრივ და უცხოელ ექიმებთან ერთად პაციენტებისადმი მულტიდისციპლინურ მიდგომას პრიორიტეტად ირჩევს.


ონკოლოგიური სერვისის მიწოდებისას ცენტრი სრულ სპექტრს ითვალისწინებს და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს. 

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85

მიმართულების ნახვა