ნინო ქორთუა

დირექტორის მოადგილე (სამართლებრივი/ რეგულაციური შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით)


ნინო ქორთუა კომპანიის დირექტორის მოადგილის პოზიციას 2021 წლის ბოლოდან იკავებს. 2015 წლიდან ის ხელმძღვანელობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის იურიდიულ მიმართულებას. 2014-2019 წლების განმავლობაში ის გახლდათ სამედიცინო კორპორაცია ევექსის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2007 წლიდან 2014 წლამდე, ნინო ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის იურიდიულ დეპარტამენტს. მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ზოგადი სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა, ტრანზაქციებისა და დავების წარმოება, ისევე როგორც, სასამართლოში კომპანიის წარმომადგენლობა.

აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, 2005 წლის დეკემბრიდან, ნინო ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია ბისიაის იურიდიულ სამსახურს. დაზღვევის სფეროში კარიერა 2000 წელს  სადაზღვევო კომპანია ნაბათში დაიწყო (2004 წლიდან კომპანია ახალი სახელწოდებით - Europace  -  ოპერირებდა), რომელიც მოგვიანებით (2005 წლიდან) სადაზღვევო კომპანია BCI -იმ შეიძინა. ის ასევე, მოღვაწეობდა იურიდიულ ფირმაში „კორძაძე, სვანიძე-ადვოკატები“.

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2006 წელს მიღებული აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.

მმართველი გუნდი