მამუკა ჩხაიძე

დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით


მამუკა ჩხაიძე ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილის პოსტს კლინიკური მიმართულებით 2019 წლიდან იკავებს. პარალელურად, 2017 წლიდან დღემდე უჭირავს საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობა.

მანამდე, 2017-2019 წლებში ის იყო ჯო ენის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, 2009-2017 წლებში კი მუშაობდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ბავშვთა ახალ კლინიკაში. 2012-2017 წლებში გახლდათ ევროპის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის საზოგადოების, თბილისის საგამოცდო ცენტრის დირექტორი. 2012 წლიდან დღემდე არის  ანესთეზიოლოგიისა და ინტესნიური თერაპიაში განათლების ევროპული კომიტეტის თბილისის ცენტრის დირექტორი.

2008 წლიდან მამუკა ჩხაიძე ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.  მის სახელს უკავშირდება არაერთი კლინიკური პუბლიკაცია და ნაშრომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი (1981-1987 წწ). მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება 2005 წელს მიიღო. გავლილი აქვს არა ერთი ტრენინგი და გადამზადება აშშ-სა და დასავლეთ ევროპის წამყვან კლინიკებში.

მმართველი გუნდი