მაია ივჩენკო

მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მაიკო ივჩენკო მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. სწორედ ამ თანამდებობაზე შემოუერთდა ის ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს.

მისი პროფესიული მოღვაწეობა 2002 წლიდან იწყება, სადაც ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ პიარ-სპეციალისტის, შემდეგ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2006 წლიდან გადაინაცვლა სადაზღვევო კომპანია BCI-ში,  2008 წლიდან კი უკვე „ალდაგი ბისიაის“ პიარის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

2013 წლიდან მაიკო ივჩენკომ სადაზღვევო კომპანია „იმედი L”-ში გადაინაცვლა, სადაც ის მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მიმართულებას უწევდა ხელმძღვანელობას.

მან განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მიიღო.

მმართველი გუნდი