გიორგი მინდიაშვილი

დირექტორი


გიორგი მინდიაშვილი ევექსი ჰოსპიტლების ქსელს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.  აღნიშნულ პოზიციის დაკავებამდე, 2015 წლიდან, ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის და კომერციული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა ჰოსპიტალურ ბიზნესში. 2013 წლიდან იყო სამედიცინო კორპორაცია ევექსის (GHG - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრი) აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2010 წლიდან სამედიცინო კორპორაციის ევექსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2012 წელს გიორგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია Imedi L-ის აღმასრულებელ დირექტორად.

2009 წლიდან სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ფინანსური დირექტორისა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციებს იკავებდა.

გიორგი მინდიაშვილმა კარიერა 2003 წელს სადაზღვევო კომპანია BCI-ის ფინანსურ განყოფილებაში დაიწყო. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი და მენეჯმენტის ევროპული სკოლა ფინანსური მათემატიკის, მართვის სისტემების, ფინანსური მენეჯმენტისა და კორპორაციული ფინანსების კუთხით. ასევე ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმასრულებელთა დიპლომს სტრატეგიისა და ინოვაციების მიმართულებით.

მმართველი გუნდი