სამედიცინო ტურიზმი
რატომ საქართველო?
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა. ვიზიტორებისთვის ერთგვარი აღმოჩენა, რომელიც თავისი პოტენციალითა და მრავალფეროვნებით ქვეყნის განმეორებით მონახულების სურვილს აღძრავს. ბოლო წლებში საქართველო ტურისტების რჩეული ქვეყანა, რისი მიზეზიცაა მისი გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა, ტურიზმის დიდი პოტენციალი, უსაფრთხოება, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები, სტუმართმოყვარეობა და მაღალი ხარისხის კვალიფიციური მედიცინა.
რატომ ევექსი?
სამედიცინო კორპორაცია ევექსი არის GHG- საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს უმსხვილესი, სწრაფად მზარდ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელ ჰოლდინგურ კომპანიას, საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე. ჩვენ ვთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებების ფართო სპექტრს საქართველოში."სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 78 კლინიკით არის წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ბაზრის უმსხვილესი მონაწილე, 2018 წლის 31 მარტის მონაცემებით ჩვენი წილი ქვეყნის საერთო საწოლების მოცულობაში შეადგენს 26.4%.
.
.
«საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი» წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში 2015 წლიდან.
ჩვენი კორპორაციის ძირითადი უპირატესობები
- ყურადღება გამახვილდეს ჯანდაცვის სექტორის განვითარებასა და მკურნალობისმაღალ ხარისხზე.
- კონკურენტული ფასი
- მაღალი დონის სპეციალისტები ამერიკიდან და ევროპიდან
- გეოგრაფიულად ვფარავთ საქართველოს 75%
როგორ მოვემზადოთ მგზავრობისთვის?
- ჰკითხეთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა თქვენ მდგომარეობაში საზღვარგარეთ გამგზავრება;
- თუ გადაწყვეტთ გააგრძელოთ მკურნალობა საზღვარგარეთ, შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რათა შეძლოთ შემდგომი მკურნალობის გაგრძელება შეფერხების გარეშე;
- გაიგეთ მეტი პროცედურის შესახებ და შეადარეთ ოპერაციის მოსალოდნელი შედეგი თქვენ მოლოდინს. აგრეთვე გაეცანით მკურნალობის შემდგომ ეტაპს, რა დროა საჭირო განკურნებისთვის, ფიზიკური თერაპია და ა.შ.
- გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მკურნალობის შესახებ მიიღება ექიმის მიერ თქვენი პირადად გაცნობისა და გასინჯვის შემდეგ;
რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო?
- ცნობა თვითმფრინავით ტრანსპორტირებით ნებართვის შესახებ (გაცემული ექიმის მიერ)
- სამედიცინო ისტორია, სადაც მითითებული იქნება თქვენი ანამნეზი, ექიმის დანიშნულება, დიაგნოზი და ჩატარებული კვლევები (ასლი/დედანი)
- კვლევების CD ასლები - რენტგენი/მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია (არსებობის შემთხვევაში)
- პირადი ექიმის მიმართვა (არსებობის შემთხვევაში)
ჩვენი რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით გამოგეგზავნებათ 48 საათის განმავლობაში. საქართველოში გამომგზავრებამდე მიიღებთ სავარაუდო ხარჯების შესახებ ინფორმაციას, კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დაგეხმარებით მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
ჩვენი მედიქალ-კონსიერჟი დაგეხმარებათ:
- ბილეთების დაჯავშნაში, მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში მხარდაჭერას;
- აეროპორტში დახვედრას და ქვეყნის შიგნით ტრასპორტირების უზრუნველყოფას;
- თქვენი და თქვენი მეგზურებისთვის სასტუმროში განთავსებას;
- ტურისტული მარშუტების დაგეგმვაში
- თარჯიმნის საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დაკავშირებაში
გაითვალისწინეთ: აუცილებელია მგზავრობის დეტალების წინასწარ მოწოდება, რათა წინასწარ მოხდეს ექიმთან ვიზიტისა და სხვადასხვა პროცედურების დაგეგმვა.
მომსახურების საფასური და გადახდის საშუალებები: მომსახურების საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით (master, visa ან amex), ისე გადარიცხვით. კორპორაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენ ჰოსპიტალში მკურნალობის დაგეგმვისას წინასწარ მიიღეთ სადაზღვევო კომპანიისგან დადასტურება თქვენი ხარჯების დაფარვის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი განყოფილება მოგაწოდებთ თქვენი მკურნალობის კურსის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას.

