"ევექსი ჰოსპიტლების" სასწავლო ცენტრი

დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასწავლო ცენტრის მიზანია სასწავლო საქმიანობის განხორციელებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებით, ტრენინგების საჭიროებათა განსაზღვრით, სასწავლო კურსების ჩამოყალიბებით, ტრენინგების მიწოდებითა და საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბებით შესაძლებელი გახდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარება.

ევექსი ჰოსპიტლების სასწავლო ცენტრი არსებული სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების გზით სამედიცინო პერსონალს საშუალებას მისცემს მუდმივად ჰქონდეს წვდომა მსოფლიო მედიცინის უახლეს, თანამედროვე მიღწევებზე.

სწავლების მოთოდოლოგიის გარდა ცენტრი გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტების მქონე მაღალი დონის ინფრასტრუქტურით – სასწავლო აუდიტორიებით სიმულაციური კაბინეტებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურით.

მთავარი უპირატესობები:
  • უწყვეტი სამედიცინო განათლების მიწოდების ერთადერთი პროფესიული სასწავლო ცენტრი ჯანდაცვის სფეროში;
  • პირველი სამედიცინო სასწავლო ცენტრი დასავლეთ საქართველოში;
  • ექსკლუზიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, კლინიკებთან და ორგანიზაციებთან;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ვიდეო გაკვეთილები;
  • საერთაშორისო სტანდარტების უახლესი სამედიცინო და არასამედიცინო ინფრასტრუქტურა;
სამიზნე ჯგუფი:
  • "ევექსი ჰოსპიტლების" სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი;
  • გარე პარტნიორები, მათ შორის სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, ფარმაცევტული ორგანიზაციები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტები, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები;
  • უმაღლესი და პროფესიული სამედიცინო განათლების მქონე ფიზიკური პირები;
  • დონორები, მათ შორის USG, გაეროს სააგენტოები და ევროკავშირი.
მისამართი:

ჯავახიშვილის ქ. 85ა
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: 2 55 05 05