ზურაბ ხაბეიშვილი

ორთოპედ-ტრავმატოლოგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



ზურაბ ხაბეიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, შემდეგ კი ინტერნატურა ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით − ულიანოვსკში, ხოლო ორდინატურა − თბილისის ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაიარა. 2005 წლიდან ხელმძღვანელობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიურ განყოფილებას; გახლავთ საქართველოს ტრავმატოლოგთა და ართროსკოპთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 18 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორი.


ზურაბ ხაბეიშვილს აქვს 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, ასრულებს ორთოპედიულ საკორექციო ოპერაციებსა და ყველა სახის ოსტეოსინთეზის ოპერაციებს ძვლების ყველა სეგმენტზე; აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება სპორტული ტრავმის მკურნალობაში. კლინიკაში მუშაობის განმავლობაში შეასრულა 6 000-ზე მეტი ოპერაციული ჩარევა.