ზაზა კევლიშვილი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48



ანესთეზიოლოგი ზაზა კევლიშვილი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ ესთეტიკური და რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგიის განყოფილების მთავარი ანესთეზიოლოგია.

მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 29 წლიანი გამოცდილება აქვს.

,,მუდამ ყურადღებით ვარ, პაციენტების უსაფრთხო ძილის სადარაჯოზე. ანესთეზიოლოგსა და პაციენტს შორის გამორჩეული ემოციური კავშირია. ძილში შესვლამდე პაციენტები განსაკუთრებით ღელავენ, სწორედ ამიტომ, ჩვენ  ერთმანეთს თვალებით ვესაუბრებით და მზერით მათ გამხნევებას ვცდილობთ.’’

,,კარაპს მედლაინის’’ პლასტიკური, რეკონსტრუქციული  და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილება პაციენტებს სრულფასოვან, პერსონალიზირებულ, კომპლექსურ და სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს:

  • ცხვირის პლასტიკა
  • მკერდის პლასტიკა (გაზრდა და დაპატარავება )
  • მუცლის პლასტიკა
  • სახის პლასტიკა
  • სახის და კისრის აჭიმვა
  • SMAS სახის კუნთოვანი ქსოვილების ლიფტინგი უახლესი ენდოსკოპიური მეთოდით
  • წარბების ლიფტინგი
  • Fox Eyes
  • აბდომინოპლასტიკა
  • სკულპტურინგი
  • ლიპოსაქცია
  • დუნდულების პლასტიკა
  • კონტურული პლასტიკა
  • ყურის პლასტიკა
  • ინტიმური ქირურგია

 

რეკონსტრუქციული ქირურგია:

 

  • თანდაყოლილი და შეძენილი სახის (მათ შორი ტუჩის და სასის) ნაპრალის ქირურგიული მკურნალობა
  • მკერდის რეკონსტრუქცია ( მოკვეთილი მკერდის აღდგენა )
  • კიდურების დეფორმაციის გასწორება
  • ნაწიბუროვანი დეფორმაციის პლასტიკა